გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს.
საპენსიო სააგენტომ საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტიციების განსახორციელებლად მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი JP Morgan Chase-ი შეარჩია.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბოლნისში, ადგილობრივი მევენახე-მეღვინეების პირველ ფორუმს დაესწრო, რომელიც მეღვინეთა გაერთიანების „ღვინო ბოლნისი“ ორგანიზებით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის და კომპანიის „არემჯი“ მხარდაჭერით გაიმართა.
ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ღარიბაშვილის განცხადებით, ილია დარჩიაშვილს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი დღეს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარს გადასცემს. ამის შესახებ ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დაუშვებელია მსოფლიო რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოლოდინია, რომ საწვავის ფასი დაიწევს.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი წარმოადგინა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
რაჭა-ლეჩხუმის მცირე მარნების წარმომადგენლებს პროფესიული სასწავლო კურსი ჩაუტარდათ. ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი თბილისში გაიმართა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.