ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, წლის ბოლოსთვის ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე ჩამოვა.
მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოქალაქეებს სიმშვიდისკენ, გამოწვევების ფონზე ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ემოციებს, პროვოკაციებს და ასე გავაგრძელოთ მშვიდად და მტკიცედ ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გაზრდილი საწვავის ფასების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანთან, ესტაკადაზე შესასვლელი გზა საკუთარი ავტომობილებით ჩაკეტეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს მოსკოვში გაიხსნა ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40-მა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა და მეცნიერმა ორივე მხრიდან, გარდა ამისა, მონაწილეობდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია მსოფლიოში საკვების ნაკლებობა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რომლებიც მსოფლიოსთვის საკვების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები არიან.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ადასტურებს, რომ საქართველოდან რუსეთში გარკვეული პროდუქცია გადის, თუმცა, არ აკონკრეტებს რა სახის პროდუქციაზეა საუბარი.
2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 542.1 მლნ.
რუსეთის დღევანდელი აგრესია არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ - თითოეულ დანგრეულ სახლს კიდევ ერთი სანქცია უნდა ემატებოდეს. ეს ბარბაროსული მიდგომა უკრაინის მიმართ მისაღები არ არის, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
მინდა განვაცხადო, რომ არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ და თუ ეს მათ ასე გადაწყვიტეს. ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, დღეს, პოლონელ კოლეგას მატეუშ მორავიეცკის უმასპინძლებს.