რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სამთავრობო არხზე გავრცელებულ მიმართვაში რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა, რომ ისეთი არაფერია, რასაც ვერ მოაგვარებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საკუთარ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ ომის დროს დაზარალებული ყველა ქალაქის აღდგენისთვის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნება, რათა უკრაინის ქალაქებში რუსული შემოჭრის კვალიც არ დარჩეს.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსების მიერ დაკავებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ბელარუს სპეციალისტებს აგზავნის.
რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა, - ამ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის მიწოდების პრობლემა არ იქნება. ამის შესახებ მან “Palitra News”-ის ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ საქონელი იაფად შეიძინოს.
მოვუწოდებდი თითოეულ მოქალაქეს, რომ ამ შემთხვევაში მარაგების კეთებას აზრი არ აქვს – ლევან დავითაშვილი
მოვუწოდებდი თითოეულ მოქალაქეს, რომ მარაგების კეთებას აზრი არ აქვს, ლოგისტიკა მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეისთვის ყველა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებელი მიუთითებს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილება, ლარის გაუფასურება არის უფრო პანიკური და ობიექტური საფუძველი არ აქვს.
იყო ხშირი საუბარი თითქოს უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში, ეს არ არის მართალი, რეალურად ბევრად ნაკლებია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მადლობელი ვარ აშშ-ის და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პუტინის ომის მანქანის გულში დარტყმისთვის - ამ სიტყვებით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვისთვის მადლობას გადაუხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი.