რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გამო მისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ პერსონალური სანქციები დაუწესა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელ მარკ მილის, თეთრი სახლის პრესმდივანს და აშშ-ის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი და ვიცე-პრემიერი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშასთან ერთად, დღეს კიევში ჩადიან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, დასავლეთმა „საშინელი შეცდომა“ დაუშვა, როდესაც 2014 წელს პუტინს ყირიმის ანექსიის გამო „პასუხი არ მოსთხოვა“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრიმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სალომე ზურაბიშვილის საგარეო ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის ნებისმიერ შეხვედრა კონსტიტუციის მიხედვით, უნდა თანხმდებოდეს ქვეყნის მთავრობასთან.
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ დგას.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 152.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს შეხვდა და დღეისათვის, დარგში არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა აგვისტოს ომის საქმეზე დაკავების ორდერები გამოსცა 3 პირისთვის, მათ შორისაა, გამოძიების პერიოდში:
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საფრანგეთში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას საკთხსაც განიხილავენ.
რუსეთი მიმდინარე წლის ბოლომდე, 200 - ზე მეტი დასახელების საქონლის საზღვარგარეთ გატანას აჩერებს.