საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ი გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოში ინფლაციის შესახებ აკეთებს პროგნოზს. სადაც წერია, რომ 2023 წლის ბოლოს ინფლაციის 5.2%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი, რაც საერთაშორისო ბაზრებზე სურსათზე ფასის შემცირებით იქნება განპირობებული, ასევე ქვეყნის შიგნით მოთხოვნის ნორმალიზება, რამაც მიგრანტების გამო, გასულ წელს პიკს მიაღწია.
რაც შეეხება 2024 წელს, სააგენტო საქართველოში წლიურ ინფლაციას 3.9%-ის ფარგლებში პროგნოზირებს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 9.8% იყო.