სტრატეგიული ობიექტის გაჩერება არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პრემიერის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი სანქციების გამო "ბორჯომის" ქარხნის დროებით დახურვას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მორიგ მონაცემებს აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.6 %-ით გაიზარდა.
კონგრესის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება - შეერთებული შტატების მიერ რუსი ოლიგაქების დაყადაღებული ქონება გაიყიდება და უკრაინის განვითარებას მოხმარდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინის ექსპორტზე ყველა გადასახადისა და კვოტის 1 წლით მოხსნას დათანხმდა.
ღვინის ეროვნული სააგენტო ქვემო და შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს.
გამოქვეყნდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერი, რომელიც გომი-საჩხერე-ჭიათურას გზის 84-107-ე კილომეტრების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
კვერცხისა და საკონდიტრო ნაწარმის სარეალიზაციო ობიექტებს შემოწმების შედეგად დარღვევები არ გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ლევან სილაგავას განცხადებით, საქართველოში წისქვილკომბინატების დიდი რაოდენობა გაჩერებულია, დანარჩენი კი მცირე სიმძლავრებით მუშაობს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 865 მილიონი დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 171.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 43.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.