"ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვადებ ვეტოს, რადგან ის არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია,"- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კერძო სექტორის გაძლიერება არ უნდა იყოს მომხმარებლების ხარჯზე. ამიტომ, მომხმარებლების უფლებების დაცვა თანაბარწილად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პირველი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვა,-ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში საწვავზე ფასების შემცირების საკითხზე ისაუბრა.
"ძალიან ბევრი მიმართულებით ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა, მართლა შთამბეჭდავი იყო 2 წლისთვის ეკონომიკური შედეგები, რომელიც ქვეყანამ აჩვენა,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ISUZU-ს ქარხანას ეწვია და ბათუმისთვის განკუთვნილი ავტობუსების წარმოების პროცესი დაათვალიერა.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 5 177.2 რუბლით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 4 653.5 რუბლისა, რომელიც აქტიური 15 თებერვლიდან იყო.
მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში კერძო პარტნიორის შესარჩევად განზრახულობის განაცხადი საჯაროდ გამოაქვეყნა.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარში საქართველოს დერეფანში 34 404 სატრანზიტო ტრაილერმა გაიარა.
ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგად, უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.