ვიწყებთ თელავის აეროპორტის რეაბილიტაციას, სადაც ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ჩვენ გვექნება პირდაპირი კავშირები ქუთაისის, ამბროლაურის, ბათუმის და მესტიის აეროპორტებთან, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თელავის აეროდრომზე ინფრასტრუქტურა განახლდება და აეროპორტი შიდა ფრენების მიღებას შეძლებს.
სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს.
კახეთში, "რთველი 2023"-ის ფარგლებში გადამუშავებულია 8 ათას ტონამდე ყურძენი. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა, კერძო სექტორი აქტიურობს.