სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 188.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
გერმანია რუსულ ნავთობს ამერიკული ნავთობით ანაცვლებს. Reuters-ის ცნობით, აგვისტოში უკვე მეორედ, გერმანიის როსტოკის მიმართულებით ლუიზიანადან ამერიკული ნავთობით დატვირთული ტანკერი დაიძრა.
როგორც გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, ეს აუცილებელია, რათა კომპანიებმა რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლების საფასური დაფარონ და ენერგეტიკული ბაზრის კოლაფსი არ მოხდეს.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის შეფასებით, საქართველოში პანდემიამდე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა.
საქართველოს რკინიგზის შემოსავლები ზრდის ტრენდს ინარჩუნებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა.
საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სატვირთო ნაკადების მართვა მნიშვნელოვანწილად გართულებულია.
ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქვეყანას რომელ თვეს საიდან შემოაქვს ელექტროენერგია ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქვეყანას უფრო იაფი ფასი აქვს.