თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს.
ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი იწყება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებისას ფულადი გადმორიცხვებისა და ექსპორტის შემცირების მოლოდინი გვქონდა, მაგრამ პირიქით მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა.
ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს, – ამის შესახებ დავითაშვილმა განაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე ჰექტარით გაფართოვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზარზე, „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (გალფი) მიერ განსახორციელებულ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
ქართულ კომპანიებს შესაძლობლობა ექნებათ, ევროპის 27 ქვეყანაში, შესყიდვებით დაინტერესებული საჯარო უწყებებისთვის პროდუქციის მიწოდება მოახერხონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. მისივე თქმით, საქართველო სანქციებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით იცავს და ამ კუთხით არც ერთი შენიშვნა არ მიუღია.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი აუქციონის გარეშე ელექტრონულად გამოცხადდა.