საფრანგეთის მთავრობა ინფლაციასთან საბრძოლველად შინამეურნეობების მსყიდველუნარიანობის გაზრდას ცდილობს.
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებლებლის ტარიფი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
SpaceX მიესალმება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას Starlilnk-ისთვის ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე, რის შემდეგაც კომპანია საქართველოში ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს მაღალი ხარისხის თანამგზავრულ ფართოზოლოვან ინტერნეტს მიაწვდის, – ამის შესახებ Starlink-ის ბიზნესოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა, ჩად გიბმა საქართველოში კომპანიის ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამმხრივ ხელშეკრულებას დღეს, 22 ივლისს ხელი მოაწერეს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.
ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი დაამტკიცა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოსული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ თბომავალ "ჰარმონიაზე” საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ რამდენიმე ცვლილება შევიდა.
გერმანული სარკინიგზო კონცერნი „დოიჩე ბანი“ (Deutsche Bahn) უკრაინის მარცვლეულის გერმანიის პორტებში გადაზიდვას დაიწყებს.
გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტმა, კლაუს მიულერმა განაცხადა.