მთავრობის დადგენილების თანახმად, დღეიდან ფქვილის, ქერის და ქატოს იმპორტზე ახალი გადასახადი ამოქმედდა. კერძოდ, კი 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს მოუწევს ყოველ კილოგრამზე 0.25 ლარის გადახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ქერს და ქატოს, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ქერის და ქატოს იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარით განისაზღვრა.
მთავრობის დადგენილებით, ფქვილის, ქერის და ქატოს იმპორტზე გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდეა დაწესებული.
მთავრობამ გადაწყვეტილება ფქვილის იმპორტის მზარდი ტენდენციის ფონზე მიიღო, რაც თავის მხრივ განპირობებულია ძირითადად, რუსეთში ფქვილზე დაბალი ფასით, რასაც ადგილობრივი წისქვილკომბინატები კონკურენციას ვერ უწევენ.