2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. საქსტატის ცნობით, ამ მეთოდოლოგიით, 2023 წლის სექტემბერში ინფლაციამ -0.2 პროცენტი შეადგინა, რაც 0.9 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 0.7-პროცენტიან ინფლაციაზე.
რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ასე ნაწილდება:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – -1.5%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 5.7%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -1.7%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 3.9%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – -0.5%; ჯანმრთელობის დაცვა – -4.9%; ტრანსპორტი – -5.1%; კავშირგაბმულობა, – -2.5%; დასვენება, გართობა და კულტურა – -3.9%; განათლება – 5.2%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 5.1%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 8.7%.