აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) 21-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
ქართველების ყველაზე ძლიერი მხარე არის სტუმარ-მასპინძლობა, სწორედ ესაა მთავარი თემა და აქცენტი, რაც ITB Berlin-ის გამოფენის მსვლელობისას გვექნება წარმოჩენილი, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ოთარ დანელიამ მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გაიმართა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას იმ გამოწვევების მიუხედავად, რომლებიც არსებობს რეგიონში და ზოგადად, გლობალურად ეკონომიკური განვითარების კუთხით.
პროექტმა AGRI-მ, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს ჯერ კიდევ 2015 წელს ჰქონდათ დაწყებული და გულისხმობდა საქართველოს გავლით კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც „NLG ტერმინალის“ მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
ეკონომიკის მაღალი ზრდა პოზიტიურ გავლენას ახდენს დასაქმების ტენდენციებზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 33.5%-ით გაიზარდა.
ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორი ვალდებული იქნება, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასად არ განახორციელოს. შესაბამისი ცვლილებები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შედის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ფერმერის დღის ფარგლებში ორგანიზებული ქართული აგროპროდუქციის გამოფენა დაათვალიერა, – ამის სესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.