წელს, 6 თვეში, სახელმწიფო უწყებებში დანამატის სახით 163,1 მლნ ლარი, ხოლო პრემიის - 5,8 მლნ ლარი გაიცა, - აღნიღნულზე ინფორმაციას აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებში ვკიტხულობთ.
2023 წლის 6 თვის მაჩვენებლები 5,5 მლნ ლარით აჭარბებს შარშან (6 თვეში) გაცემულ დანამატებს, ხოლო 2,5 მლნ ლარით პრემიებს. 2022 წლის 6 თვეში, სახელმწიფო უწყებებში პრემიებზე გაცემული თანხა 3,3 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო დანამატზე 157.6 მლნ ლარს.
ბიუჯეტის მონიტორზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, პარლამენტის, პრეზიდენტის აპარატის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების მიერ, წელს, 6 თვეში გაცემული პრემია დანამატების ოდენობის შესახებ.
დანამატები:
პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 673,238 ლარი პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 118,941 ლარი
მთავრობის ადმინისტრაცია - 189,206 ლარი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 0 ლარი
ფინანსთა სამინისტრო - 1.8 მლნ ლარი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 212,272 ლარი
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 92,820 ლარი
იუსტიციის სამინისტრო - 1.1 მლნ ლარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 3.5 მლნ ლარი
საგარეო საქმეთა სამინისტრო - 62,773 ლარი
თავდაცვის სამინისტრო - 8.2 მლნ ლარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო - 46.8 მლნ ლარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 492,141 ლარი
განათლების, მეცნიერების სამინისტრო - 88,562 ლარი
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 438,081ლარი
პრემიები:
პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 20,175 ლარი პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 0 ლარი
მთავრობის ადმინისტრაცია - 98,509 ლარი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 0 ლარი
ფინანსთა სამინისტრო - 10,080 ლარი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 51,920 ლარი
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 0 ლარი
იუსტიციის სამინისტრო - 2,926 ლარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 5,500 ლარი
საგარეო საქმეთა სამინისტრო - 226,149 ლარი
თავდაცვის სამინისტრო - 628,433 ლარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1.1 მლნ ლარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 0 ლარი
განათლების, მეცნიერების სამინისტრო - 17,790 ლარი
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 6,650ლარი