უკვე გვყავს უცხოელი ინვესტორი, რომელიც სასტუმროს ბიზნესშია წარმოდგენილი და მათ აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, რომ მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტრო ფოსტის შესახებ კანონპროექტის ახალ რედაქციაში ევროკავშირის დირექტივის დამატებას გეგმავს, რომელიც ტრანსსასაზღვრო ამანათებს ეხება. რეგულაციები ბაზრის მოთამაშეებს ახალ ვალდებულებებს გაუჩენს. სამინისტროში საბოლოო კანონპროექტზე მუშაობის დასრულებას 2025 წლისთვის გეგმავენ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი გაზგამანაწილებელი კომპანიისთვის 2023-2027 წლებისთვის უცვლელი დარჩა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით, რიგით მესამე კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ გაიმართა. ფინალურ ეტაპზე, საკონკურსო დავალებების შედეგების შეჯამების შედეგად, 2022 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე კობა აბრამიშვილი გახდა.
აშშ-ის სენატმა მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, სადაც უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებაა გათვალისწინებული. „როიტერის“ ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგი წავიდა.
საუდის არაბეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეიძლება შეფასდეს, როგორც განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ.