გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა „გლობალური ხარისხისა და სტანდარტების პროგრამა საქართველოში“ (GQSP-Georgia) ფარგლებში გამართული დასკვნითი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
გასული წლებისგან განხვავებით, 2021 წელი სახელმწიფო საწარმოებმა მოგებით დაასრულეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - Binance-ის დამფუძნებელს და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ჩანგპენგ ჟაოს შეხვდა.
საქსტატის მიერ გავრცელებული წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა.
28-29 ნოემბერს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა.
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა, – ამის სესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, დადიანების სასახლის აღდგენა იწყება.
მიმდინარე წელს, დამატებით ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტ დამატებით რესურსს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.