ევროპასთან ინტეგრაციის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინსტიტუციური ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის ევროკონტროლში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ავიაციის განვითარებისთვის, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა ევროკონტროლის (ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია – EUROCONTROL ) გენერალურ დირექტორთან შეხვედრის კომენტირებისას.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის პირველი იანვარი) 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით 38.8 პროცენტი, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.4 პროცენტი შეადგინა.