საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ბანკირთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნი-ალბომი „საქართველოს სახელმწიფო ბანკი“ და საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი შრიფტი წარადგინა.
ლონდონიდან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესაძლებლობები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია easyjet-თან შეხვედრისას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, დიდ ბრიტანეთში ლონდონის პრესტიჟული საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, გამოფენაში მონაწილე ქვეყნების სამთავრობო დელეგაციების, საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პირველ ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე შვეიცარული ავიაკომპანია „ედელვაისის“ აღმასრულებელ კომერციულ დირექტორს, პატრიკ ჰეიმანს შეხვდა, სადაც საუბრის თემა იყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და შვეიცარიას შორის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „ახალქალაქი ჰესების კასკადი“ ოფიციალურად გაიხსნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.
2022 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 132.1%-ით გაეზარდა.
რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან, თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები იქნება დარღვეული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
ემირატებში ვიზიტის დროს განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ ძალიან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკების პირველი რაუნდი სექტემბერში, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ომისგან სარგებლის მიღება, გაზარდონ წარმოება და გამოიყენონ თავიანთი რეკორდული შემოსავალი ამერიკელებისთვის ხარჯების შესამცირებლად ან გადაიხადონ უფრო მაღალი გადასახადი.
გაერო-ს შუამავლობით მიღწეულ მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივაში რუსეთის მონაწილეობის შეწყვეტას აქვს მყისიერი და დამაზიანებელი გავლენა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.