
საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება მეორე მოსმენით – 83 ხმით მიიღო.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის ავიამიმოსვლის შესახებ შეთანხმების დოკუმენტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, რომელიც თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო პარამეტრებზე ისაუბრა.

ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს 2024 წელს დაგეგმილი, ჯამში, თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ფისკალური და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი გვაქვს - ღარიბაშვილი
ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში ხარჯვითი ნაწილი 165 მლნ ლარით გაიზრდება, აქედან უდიდესი ნაწილი – 130 მლნ ლარი მოხმარდება ჩვენს რეგიონებში პროექტების დაფინანსებას, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი 14:00 საათზე შეიკრიბება და დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხს განიხილავს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, „ეკონომიკურ ფორუმზე” სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე, დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.