

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მოწვევით საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები იმყოფებიან, რომლებმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაიწყეს.

სოლომონ პავლიაშვილმა სემინარის მონაწილეებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ ახლა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ მიმართულებით, რაც ქვეყნის ევროკავშირში საბოლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია.

ქართველი ხალხისადმი ჩემი მესიჯია: მოდით სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად, გადადგით საჭირო ნაბიჯები და გაატარეთ საჭირო რეფორმები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით, ანუ 260.4 ლარით გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, დავით ნარმანია და გივი სანიკიძე აირჩია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 12.7 პროცენტით გაიზარდა და 14 246.6 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 0.2 ლარით გაიზარდა და 252.3 ლარი შეადგინა.

ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოში ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ. დიპლომატების ერთობლივ ვიდეოს ევროკავშირის საელჩო ავრცელებს.