საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა.
2024 წლის თებერვალში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56%-ით გაიზარდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია იქნება.
დღეს, 11 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება.
ფასებს და ინფლაციის საკითხებს რაც შეეხება, მაშინ, როცა მთელ ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია იყო, ჩვენ შარშან მოვახერხეთ და დავწიეთ ფასები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2024 წლის 8 მარტს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის მიერ კვების მომსახურებაში დახარჯულია 2,8 მილიონი ლარი და ამ მხრივ ყველაზე მხარჯველ უწყებად გამოცხადდა.
პარლამენტმა უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდის კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნული კანონპროექტი პრეზიდენტისთვის, პრემიერისთვის, მინისტრებისა და მათი მოადგილეებისთვის ანაზღაურების განსაზღვრის ახალ ფორმულას ადგენს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრს, გუდლეიგურ თორ თორდარსონს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით, 79 ხმით მხარი დაუჭირა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისლანდიის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონს შეხვდა.