2024 წლის აპრილის ბოლოსათვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 52.35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 533.75 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით მეტია მარტის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.31%-ით მეტი).
საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ახდენს საკუთარი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას. საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
საქართველოში ფასების სტაბილურობა არსებითად მიღწეულია, – ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.