გასულ წელს თურქეთ-საქართველოს ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში სამ მილიარდ დოლარს მივაღწიეთ, ახალი სამიზნე იქნება ხუთი მილიარდი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.
თურქეთში დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში, ენერგეტიკა ერთ-ერთი სფეროა, სადაც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ძალიან მახარებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და მის დელეგაციას ვმასპინძლობ ანკარაში. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო ქართველ მეგობარ ერს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ, – ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.
სურსათის უვნებლობის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებისა და „კოდექს ალიმენტარიუსის“ მუშაობაში საქართველოს მეტი ჩართულობის მიზნით, სურსათის რეგულირების გლობალური სამეცნიერო საზოგადოების (GFoRRS) ექსპერტი სამუელ გოდეფროი სწავლებას ატარებს.