ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტორების ჯამურმა დანახარჯებმა 12.9 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა 2,097ლარი შეადგინა.
დანახარჯების ყველაზე დიდი წილი განთავსების საშუალებებზე (მთლიანი ხარჯების 36.4%) და შოპინგზე (23.4%) დაფიქსირდა.
ასევე მნიშვნელოვანი წილით იყო წარმოდგენი ლირეკრეაციულ და კულტურულ აქტივობებზედანახარჯები (10%), ხოლო საკვებზე და სასმელზე ვიზიტორებმა მთლიანი დანახარჯების 21.6% გასწიეს.
დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით ვიზიტების საშუალო დანახარჯი ერთ ვიზიტზე შეადგენდა 2,488 ლარს, პროფესიული ეკონომიკური საქმიანობის სეგმენტის საშუალო დანახარჯი კი 2,028 ლარით განისაზღვრა.
კმაყოფილების დონე შემდეგნაირად ნაწილდება: 53.6% - ძალიან კმაყოფილი დარჩა; 39.5% იყო კმაყოფილი; 5.4% - არც უკმაყოფილო, არც კმაყოფილი; 0.9% იყო უკმაყოფილო; 0.4% კი ძალიან უკმაყოფილო. ვიზიტორების 0.1%-ს კი გაუჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. შესაბამისად, 5-ბალიანი სისტემიდან საშუალო კმაყოფილების დონე არის 4.45.