
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ საპენსიო სააგენტოს 2023 წლის ექვსი თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ექსპორტი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, გაზრდილია 10.4%-ით და მისი მოცულობა 495 მლნ. აშშ დოლარს აღემატება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის, ხელი მოეწერა "საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 786.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.


მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.027 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 708 მილიონ ლარს შეადგენს.

დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. 14:00 საათზე მინისტრთა კაბინეტის სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დაიწყო მოსწავლეების საჯარო დებატების ციკლი.

2024 წლის 3 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად პორტფელების განაწილების პროცესი ამოქმედდება, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.