
12 მაისიდან, ავიაკომპანია Fly Dubai დუბაი-ბათუმის-დუბაის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს.

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი თბილისი-თელ ავივი-თბილისის და თბილისი-ერევანი-თბილისის საჰაერო ხაზებზე რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც განისაზღვრა, თუ ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები.

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის მარტში თებერვალთან შედარებით, 7.1%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა 6.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი იმედოვნებს, რომ რადიკალურ ზომებს არ მიიღებს სახელმწიფო და კიდევ ერთხელ არ ჩაკეტავს ქვეყანას. ამის შესახებ ბაღდოშვილმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა.

Wizz Air-მა საქართველოში რეგულარული ფრენები მრავალთვიანი პაუზის შემდგომ განაახლა. ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის პირველი ფრენა გვიან ღამით შესრულდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის ინფიცირების თვალსაზრისით ე.წ. პიკური პერიოდი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ნახევარში იქნება.

14 აპრილს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა პარლამენტის დადგენილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე.

რამდენიმე წუთის წინ თბილისის დროით 00:46 საათზე, ანაკლიასთან 4.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.