TikTok-ი რუსეთში მუშაობას წყვეტს - სოციალურმა ქსელმა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა.
გადაწყვეტილება TikTok-მა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონი მიიღო, რომლის თანახმად შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი, ე.წ. ფეიკ ამბების გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.