სამშენებლო–დეველოპელურმა კომპანიამ "არქი" უკრაინის დასახმარებლად ჯამურად 150 000 ლარი გამოყო და თბილისის მერიის ინიციატივასაც შეუერთდა.
კომპანიის ინფორმაციით, არქიმ 50 000 ლარი მერიის სპეციალურ ანგარიშზე ჩაირიცხა, 50 000 ლარის ღირებულების საკვები, ჰიგიენურ და პირველადი საჭიროების პროდუქტები გადაეცა მერიას უკრაინაში გასაგზავნად, 50 000 ლარი კი გადაირიცხა უკრაინის ეროვნულ ბანკში.
ასევე, არქის ინიციატივით შეიქმნა ანგარიშის ნომერი, სადაც არქელების დიდ ოჯახს, უკრაინელთა მხარდასაჭერად თანხის გადარიცხვა შეუძლიათ, შეგროვებულ თანხას არქი გააორმაგებს და გადარიცხავს უკრაინის ეროვნულ ბანკში.