საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება.
21:00 სააათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პირველი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მათ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან გამართეს შეხვედრა.
საქართველოს მთავრობამ ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამის დაფინანსების გაზრდის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 4000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.
ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნულ გეგმას მინისტრთა კაბინეტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავს და დაამტკიცებს.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
საქართველოს 4 მსხვილი კლინიკა - „ევექსი ჰოსპიტლები“, „ნიუ ჰოსპიტალსი“, „მედალფა“ და „ჯეოსპიტალსი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს სპეციალური წერილით მიმართავს.