დავოსის საერთაშორისო ფორუმმა რუსულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა შეაჩერა.აღნიშნული სანქცია ასევე იმ კონგლომერატებთან სტრატეგიულ თანამშრომლობასაც შეეხო, რომლებსაც ხელისუფლებასთან დაახლოებული რუსი ოლიგარქები განკარგავენ.
დავოსის საერთაშორისო ფორუმის განცხადებით, ორგანიზაცია ვალდებულია გაითვალისწინოს აშშ-ის, ევროკავშირის და შვეიცარიის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რაც რუსულ ბანკებთან და სანავთობო კომპანიებთან თანამშრომლობის შეწყვეტას გულისხმობს.
აღნიშნული ინფორმაციას განცხადების სახით დავოსის ფორუმის წარმომადგენელი, ამანდა რუსი ავრცელებს.
“ჩვენ არ ვთანამშრომლობთ სანქცირებულ პირებთან, ამიტომ რუსულ ორგანიზაციებთან ყველა სახის თანამშრომლობა გავყინეთ“, - განაცხადა რუსომ.