მარტიდან მოყოლებული ეკონომიკის აღდგენის პროცესი აღმავალი ტემპით მიმდინარეობს და ამას მოწმობს მაისის მაღალი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
29 ივნისს საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო - ბრედფილდი გაიხსნა. საწარმოს ოფიციალურ გახსნაში თემურ ჭყონიამ საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ლურჯი მოცვის იმპორტზე შეზღუდვა არ არის და დღეის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
1-ელი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გააკრიტიკა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოში ყველაზე მეტად ჭირს არა სამუშაო ადგილები, არამედ მშრომელი, კვალიფიციური ადამიანების რესურსი.
„ხუდონ ჰესის“ პროექტით ინვესტორი დაინტერესებული აღარ არის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ღამის კლუბების ინდუსტრიის ასამოქმედებლად ამ სფეროს წარმომადგენლებთან ერთად უსაფრთხოების პროტოკოლის შემუშავება იგეგმება.
რადიომაუწყებლობის კომპანიებს მილიონ ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ღვინის ეროვნული სააგენტო მორიგ ტყუილს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს ტელეკომპანიაში "მთავარი" შაბათს გასულ სიუჟეტს, თითქოს ღვინის ეროვნული სააგენტო თანხას ურიცხავდეს კომპანია "გლობალ ბრენდს" და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.