საქართველოს ბიზნეს ასოციაციას გენეტიკური კვლევის ცენტრი „მედ დიაგნისტიკა“ შეუერთდა, რომელიც 2019 წელს დაარსდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, კომპანიის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის მაღალტექნოლოგიური კვლევების დანერგვა, რაც ქართველ ექიმებს მისცემს ზუსტ და ოპერატიულ ინფორმაციას, ანალიზების საზღვარგარეთ გაგზავნის გარეშე.
„აღსანიშნავია, რომ დღეისათვის „მედ-დიაგნოსტიკაში“ ხორციელდება 500-ზე მეტი გენეტიკური კვლევა, წერტილოვანი მუტაციიდან გენის სრულ სექვენირებამდე.
„მედ დაიგნოსტიკასთან“ ერთად ჰოლდინგში ერთიანდება, კომპანია „აგრო ლაბი“- ქართული მულტიპროფილური მოლეკულური ლაბორატორია, რომელიც აერთიანებს სოფლის მეურნეობის, სურსათის უსაფრთხოების, ცხოველების ჯანდაცვის და გარემოს დაცვის სფეროებს; ასევე, „როზალინდ ფრანკლინის ველნეს ცენტრი“, რომლის მიზანია საქართველოში პრევენციული და პერსონალური მედიცინის დანერგვა, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ინოვაციური პროცედურებისა და პროდუქტის შეთავაზების გზით. გუნდის მიზანია საქრთველოში დაინერგოს თანამედროვე ლაბორატორიული სერვისები, რაც ხელს შეუწყობს როგორც ჯანდაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარებას და სწრაფ პროგრესირებას“,-აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება „მედ დიაგნოსტიკას“ ჩვენს წევრთა რიგებში. ყველამ კარგად ვიცით, ჯანდაცვის მიმართულების მნიშვნელობა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოში დაფუძნდა ცენტრი, რომელიც ოპერატიულად მიაწდვის ჩვენს მოსახლეობას ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს არის სერვისი, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე, მთლიანად ქვეყნისთვის. BAG განაგრძობს აქტიურ ზრდას, 2022 წელს ჩვენ შემოგვიერთდა 20 ახალი წევრი, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასოციაციის განვითარებისა და კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის, რადგან ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა უკეთესი ბიზნეს გარემოს წინაპირობაა“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.