
ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის განცხადებაში საქართველოსთან დაკავშირებით წერს, რომ აფასებს საქართველოს მოსახლეობის სოლიდარობას უკრაინის მიმართ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.

ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი საფრანგეთის განცხადენაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროპარლამენტი რუსულ ენერგორესურსებზე სრულ ემბარგოს ითხოვს - დღეს მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი სადამსჯელო ზომების მიღებას.

აზარტული თამაშების შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა ე.წ. „ხელზე მაზაობის“ პრაქტიკა დააბრუნა – GGA
საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის – (GGA ) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აკრძალვისა და რეგულაციების შედეგად მომხმარებელთა დიდი ნაწილი საერთაშორისო ონლაინ კაზინოებს მიმართავს და ის თანხა, რომელსაც ქართული კომპანიები და ქვეყნის ბიუჯეტი იღებდა, VPN-ის საშუალებით სხვა ქვეყნებში გადაინაცვლებს, ამით კი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა არ გადაიჭრება, საქართველოს ეკონომიკა კი დაზარალდება.

სააფთიაქო ქსელი „ჯპს“ მომხმარებლებს სასარგებლო სიახლეს თავაზობს. თუ მომხმარებელს, რომელიმე პროდუქტი არ დახვდება , შეუზლია შეუკვეთოს და დღის მანძილზე სახლში მიიღოს.

შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების უახლესი რაუნდის ფარგლებში, 100 მილიონი დოლარის ღირებულების "ჯაველინის" ჯავშანსაწინააღმდეგო რაკეტებს გაუგზავნის.

2021 წელს რადიო მაუწყებლების მთლიანი სარეკლამო შემოსავლები 0.4 მილიონი ლარით გაიზარდა და 7.2 მილიონი ლარი შეადგინა.

2021 წელს სატელევიზიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 2020 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.

„ფარმადეპო–ში“ დაზოგვის პროგრამა „სანდო“ დაიწყო. „სანდო“-ს პროგრამაში ჩასართავად საჭიროა ექიმის დანიშნულების წარდგენა, ის მომხმარებელები, რომლებიც დანიშნულებაში გამოწერილ მედიკამენტებს სრულად შეიძენენ ფარმადეპოში, მიიღებენ თანადაფინანსებას ვაუჩერის სახით და ფასდაკლებას სარეცეპტო მედიკამენტებზე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანიიდან აცნობეს.